მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯების გაზრდას გეგმავს

5d831dc8bd1d7
დავით ჯალაღონია
19.09.19 10:16
850
პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული ხარჯები გაიზრდება. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურა – კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში რა თქმა უნდა გაიზრდება. ესაც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქეების მოხმარებაზე, ძირითად საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და ეკონომიკური ზრდისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი", – განაცხადა პრემიერმა.