მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2023 წელს ქვეყანაში ვენახების აღრიცხვას დაასრულებს

636215accde9a
BM.GE
02.11.22 11:06
510
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლას განცხადებით, მომდევნო წელს ქვეყანაში ვენახების პასპორტიზაციის პროგრამა უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დადგინდება ზუსტად რამდენი ვენახია ქვეყანაში და როგორ არის განაწილებული ჯიშების შემადგენლობა.

“როგორც მეღვინე, ვფიქრობ, რომ ვენახების კადასტრის პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ამ დარგის განვითარებისთვის, რადგან ვენახების პასპორტიზაცია არის საძირკველი, რომელზეც დარგის განვითარება შეიძლება განვიხილოთ. 2021 წელს დავასრულეთ ვენახების პასპორტიზაცია კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, წელს ვაპირებთ მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს ვენახების პასპორტიზაციის დასრულებას, 2023 წელს კი ვენახების პასპორტიზაციის პროგრამა დასრულდება,”- განაცხადა ლევან მეხუზლამ.

არსებული კადასტრის მონაცემებით, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში სულ 34,443 მევენახეა, ინდივიდუალური ვენახების რაოდენობაა 109,351, ხოლო ამ ვენახების საერთო ფართობია 42,340 ჰექტარი.

კადასტრის მიხედვით, წითელი ჯიშის ყურძნის ვენახების ფართობია 19,100 ჰექტარი, რომლის 91%-ც საფერავის ჯიშზე მოდის, ალექსანდროულზე წითელი ვენახების ფართობის 1.5% მოდის.

კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში თეთრყურძნიანი ვენახების ფართობია 23,240 ჰექტარი, საიდანაც რქაწითლის ჯიშზე 87% მოდის, მწვანე კახურის ჯიშზე 4.6%, ქისზე 2.7%; ხიხვზე 1.1% ხოლო სხვა ჯიშებზე 4.4%.