მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 3,000 ლარით დააჯარიმებს ყველა მძღოლს, ვის ავტომობილშიც 3-ზე მეტი ადამიანი იქნება

5e833721f1c92
შოთა ტყეშელაშვილი
31.03.20 16:32
15879

შინაგან საქმეთა სამინისტრო 3,000 ლარით დააჯარიმებს მძღოლებს თუ მათ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში პოლიცია 3 ადამიანზე მეტის არსებობის ფაქტს გამოავლენს.

საქართველოს მთავრობის 30 მარტის დადგენილების მიხედვით, სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვის ბრძანება ავტომობილებზეც ვრცელდება.

“საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა. სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილების შეზღუდვა არ ეხება ამ დადგენილების შესაბამისად, დაშვებულ M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა სპეციალურ რეგულარულ გადაყვანას. ამ წესის დარღვევისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი და საკარანტინო ღონისძიების განმახორციელებელი უწყებების უფლებამოსილი მოსამსახურეების გადაადგილებაზე,” - ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში. 

"საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში