06.აგვისტო .2020 11:33

მთავრობა 33 000-ზე მეტ სტუდენტს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს დაუფინანსებს

views 3055
უკან

მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე სახელმწიფო 33 000-ზე მეტ სტუდენტს, რომლსაც  150 000 სოციალურ ქულამდე აქვთ, სწავლის საფასურს ნაწილობრივ, ან სრულად დაუფინანსებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ სწავლის 1 სემესტრის საფასური დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც სოციალური ქულა აქვთ 150 000, ხოლო მთლიანი წლის საფასურს ასევე 150 000 სოციალური ქულის მქონე სტუდენტის სტატუს შეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა გადაუხდის.

„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას და ამასთან ერთად ყველა სტუდენტი 150 000 სოციალურ ქულამდე, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასური გადაუხდელობის გამო აქვთ შეჩერებული, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის მთლიანი წლის სწავლის საფასურს. ეს გახლავთ 1025 ლარი.

საბოლოო ჯამში ამ შეღავათების საქართველოში ისარგებლებს 33 000-ზე მეტი სტუდენტი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა