სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება გამარტივებული შესყიდვის შესახებ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მთავრობის მიერ საწოლფონდის შეძენას უკავშირდება. განაცხადის თანახმად, არსებულ ვითარებაში მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდს შეიძენს. განაცხადში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უთითებს, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი ინფიცირების მაჩვენებელი გასცდა იმ რესურსს, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედ დაწესებულებებშია, შესაბამისად უნდა განხორციელდეს გადაუდებელი შესყიდვა. ამ "საწოლფონდს" სოციალური მომსახურების სააგენტო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებიდან დაიქირავებს.
"ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მოსალოდნელი ინფიცირებული პაციენტების მისაღებად საწოლფონდების განსაზღვრული ოდენობის გამოთავისუფლება თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათის მქონე ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) პრევენციისკენ.
ქვეყანაში არსებული პროფილური სამედიცინო დაწესებულებების (ინფექციური დაწესებულებები) საწოლფონდების რესურსი გასცდა მოსალოდნელ ინფიცირებულთა ოდენობას. შექმნილი გარემოება ითხოვს დაუყონებლივ დამატებითი საწოლადგილების მობილიზებას. აღნიშნული შესყიდვის წინასწარ განსაზღვრა და დაგეგმვა შეუძლებელი იყო,"- ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.
ამასთანავე, შესყიდვის განაცხადში მითითებულია, ის სამედიცინო დაწესებულებებიც, რომლებშიც მთავრობა 31 დეკემბრის ჩათვლით საწოლფონდს დაიქირავებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის COVID-19-ისგან 4619 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5392 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1100 პაციენტი მკურნალობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა