მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 5.3 მლნ ლარის რეზინის ხელთათმანებს ყიდულობს

6061c1e786ad2
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.21 16:25
1248
საქართველოს მთავრობა 5.3 მილიონი ლარის რეზინის ხელთათმანებს ყიდულობს ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერიდან ირკვევა.

სატენდერო მოთხოვნების თანახმად, ტენდერში მონაწილე თითოეულ პრეტედენტს გასული წლის განმავლობაში მინიმუმ 1 მლნ ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების გამოცდილება უნდა გააჩნდეს.

პრეტედენტმა ხელთათმანების ტექნიკური პარამეტრები და საერთაშორისო სამედიცინო სააგენტოების ნებართვებიც უნდა წარადგინოს.

ტენდერის პირობების თანახმად, სახელმწიფო სულ 7,659,825 წყვილ ხელთათმანს იყიდის. ამასთან, წყვილი ხელთათმანის მაქსიმალური ღირებულება 69 თეთრია.