23.ნოემბერი .2020 11:20

მთავრობა: 6 221 ინფიცირებული საავადმყოფოებში მკურნალობს, 8 525 - ბინაზე

მთავრობა: 6 221 ინფიცირებული საავადმყოფოებში მკურნალობს, 8 525 - ბინაზე
views 446
უკან

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482 და მათ შორის 6 221 მკურნალობს საავადმყოფოში.

„3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 120 - თბილისში, 1 988 - აჭარაში, 316 - იმერეთში. 8 525 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 137 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 480, აჭარაში -1 062, ხოლო იმერეთში - 26.
სულ 6 ოქტომბრიდან - 22 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 17 419 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 563 პირი, აჭარაში - 14 449, იმერეთში - 5 280“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.