მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 60 პიკაპს 5.9 მილიონ ლარად "ჯი თი მოტორსისგან" შეიძენს

608a747c10860
BM.GE
29.04.21 13:10
702
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 60 პიკაპის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია "ჯი თი მოტორსი" გამოავლინა. კომპანია სახელმწიფოს Ford Ranger-ის მარკის პიკაპებს მიაწვდის.

"ოპერატიული დანიშნულების, სპეციალიზებული (პიკაპი) ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში (CON210000282) უმცირესი ფასი 5 909 640 (ხუთი მილიონ ცხრაას ცხრა ათას ექვსას ორმოცი) ლარი დააფიქსირა შპს „ჯი-თი მოტორსმა,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.

შესაბამისად, სახელმწიფო თითოეულ ავტომობილს 98,494 ლარად შეიძენს.

გამარჯვებულის გამოვლენამდე პიკაპების შესყიდვის ტენდერი ორჯერ იყო გამოცხადებული და შესყიდვა ორჯერვე ჩაიშალა.