მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 60 წელს ზემოთ მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას გეგმავს

5e8c7d3b55835
ინგა მურუსიძე
07.04.20 17:24
987
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვარაუდობს, რომ პნევმოკოკის ვაქცინით 60 წელს ზემოთ მოქალაქეების სავალდებულო აცრა თვის ბოლოსთვის დაიწყება. 

ცნობისთვის: იმუნოლოგებისგანმარტებით, პნევმოკოკიარისპნევმონიისგამომწვევიმიკრობი, რომელიცფილტვისბაქტერიულანთებასდაასევემენინგიტსაციწვევს.

„ჩვენ გვსურს, რომ გავმიჯნოთ ვაქცინაცია და პანდემია ერთმანეთისგან. ეს არის დამატებით ახალი ინიციატივა და შემოგვაქვს ახალი მდგენელი, რათა ვიზრუნოთ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებზე, რომ მივცეთ დამატებითი შესაძლებლობა, თავი დაიცვან. ამ ეტაპზე ვმუშაობთ პაკეტის ჩამოყალიბებაზე, ვვარაუდობთ, რომ დოკუმენტი ორ კვირაში იქნება მზად, რომელსაც გავუზიარებთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს. ამის შემდეგ, მათ ექნებათ სახელობითი სიის და ასაკობრივი ჯგუფის, ასევე ქრონიკული დაავადების მიხედვით, ვაქცინაციის საშუალება. ვფიქრობთ, თვის ბოლოსთვის შევძლებთ ამ ყველაფრის განხორციელებას“, - განაცხადა ტიკარაძემ „მაესტროს“ ეთერში.