მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ხვალინდელი მთავრობის სხდომის დღის წერსიგი, რომლის მიხედვითაც, პირველი განსახილველი საკითხი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წლის 3 ოქტომბერს ხელმოწერილი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხია, მას მთავრობის სხდომახე ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილის წარადგენს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, მთავრობას უკვე მზად აქვს განკარგულების პროექტი, რომლითაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების უფლების ჩამორთმევა იგეგმება.
"საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის
მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობას და შპს „ანაკლიის განვითარების
კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის შესახებ,"- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგში.
2019 წლის 31 დეკემბერს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” (ADC) ამოეწურა ვადა, რომელშიც კონსორციუმს სახელმწიფოსთვის უნდა წარედგინა, როგორც კაპიტალის შევსების, ასევე საინვესტიციო ბანკებისგან სესხის გამოყოფის თაობაზე თანხმობის დოკუმენტები.
ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2019 წლის 31 დეკემბრამდე მისცა. თუ აღნიშნული ვალდებულებები არ იქნება შესრულებული, ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობა კონსორციუმთან 2016 წელს დადებულ შეთანხმებას, სავარაუდოდ, გაწყვეტს.
“დაველოდოთ 31 დეკემბერს, ვნახოთ, რა მოხდება ამ ვადაში. რაც შეეხება ინვესტორს და კონსორციუმის მოლოდინებს, ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი ანაკლიის კონსორციუმის მსგავსი ტიპის განცხადებები, რომლებსაც სამწუხაროდ, შემდგომში კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. თუმცა, მე მაინც ვარჩევდი, რომ წლის ბოლომდე საკონტრაქტო ვადას დაველოდოთ," - 2019 წლის დეკემბერში განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
თავის მხრივ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ყურადღებას ამახვილებს გარემოებაზე, რომ სახელმწიფო პროექტის მიმდინარეობის პროცესის მანძილზე დესტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამდა, რაც მათ პოტენციური ინვესტორების მოძიებას ურთულებდა, ინვესტორების ნაწილს კი, ვინც ანაკლიის პორტში მონაწილეობას გეგმავდა, მთავრობამ საკმარისი მხარდაჭერა არ გამოუცხადა. მათ შორისაა საერთაშორისიო საინვესტიციო კომპანია "მერიდიანი" და ამერიკის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდი.
"მიუხედავად არაერთხელ გაჟღერებული ეგრეთ წოდებული ვადების ამოწურვის საკითხისა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არ წყვეტს მუშაობას ინვესტორთან და მიმართავს ყველა საშუალებას, რომ პროექტი არ გაჩერდეს და წინ წავიდეს. არსებულ ვითარებაში, გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს მხარდაჭერას და აქტიურ ჩართულობას, განსაკუთრებით ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში. სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან არა ერთხელ გაკეთებული მიმართვისა და თხოვნისა, მთავრობის მხრიდან, ჯერჯერობით ქმედით ნაბიჯები არ გადადგმულა.
კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მოსალოდნელი სამართლებრივი დავა, რომელიც დამაზიანებელი იქნება ყველა მხარისათვის,"- ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ 2019 წლის 16 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო კონსორციუმთან დადებულ საინვესტიციო შეთანხმებას შეწყვეტს, კონსორციუმის CEO-ს, ლევან ახვლედიანის განცხადებით, მაღალი ალბათობით კონსორციუმის აქციონერთა მხრიდან საარბიტრაჟო დავა დაიწყება.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე $74 მილიონი დოლარი (218 მილიონი ლარი) აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება:
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის