მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა აგრძელებს კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, პარალელურად მის ჩამნაცვლებელს ეძებს – განცხადება

5ff97b95164c5
BM.GE
09.01.21 13:42
1520
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განცახდებას ავრცელებს და ეხმიანება bm.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში ელექტროენერგიის მიმწოდებელი “ენერგოპრო ჯორჯია” უარს აცხადებს მომავალში - კომპანიის გაყოფის შემდეგ – ელექტროენერგია მიაწოდოს მომხმარებლებს.

ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დრომდე ვერ იქნა იდენტიფიცირებული კომპანია, რომელიც თანახმაა ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობა გაანხორციელოს, მიზეზი კი ისაა, რომ ეს საქმიანობა შესაძლოა არ იყოს საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი.

“„ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს”,– ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა ერთი მხრივ, აგრძელებს კომუნიკაციას ენერგო პრო ჯორჯიასთან, მეორე მხრივ კი, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესებას, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბებას და ა.შ.

გთავაზობთ განცხადებას, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს და რომელშიც ის განმარტავს რა პროცესები მიმდინარეობს ენერგეტიკის ბაზარზე.

“„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების“ შესახებ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება (კერძოდ, გენერაციის, გადაცემის, განაწილების და მიწოდების განცალკევება) 2021 წლის 1 იანვრის ნაცვლად 6 თვით გახანგრძლივდა. ამ პერიოდში დასრულდება ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევება, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების შედეგად საქართველოს მიერ აღებული ერთერთი ვალდებულებაა.

2021 წლის 1 ივლისამდე პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მიწოდება არსებული ლიცენზიების საფუძველზე უწყვეტად და სტაბილურად განხორციელდება.

ზემოაღნიშნული დამატებითი ვადის საჭიროება სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. ერთერთია ის, რომ „ენერგოპრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობის არეალში ჯერჯერობით ვერ იქნა იდენტიფიცირებული ისეთი კომპანია, რომელიც თანახმაა განახორციელოს მიწოდების საქმიანობა. იმ მიზეზით, რომ მიწოდების საქმიანობა შეიძლება არ ყოფილიყო საკმარისად მომგებიანი ბიზნესის სეგმენტი, „ენერგოპრო ჯორჯიამ“ თავი შეიკავა ახალი კომპანიის ჩამოყალიბებისგან, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს.

საქართველოს მთავრობა, აგრძელებს რა კომუნიკაციას „ენერგოპრო ჯორჯიასთან“, განიხილავს სხვა ალტერნატივებსაც - სხვა დამოუკიდებელი კომპანიის დაინტერესება, სახელმწიფო კომპანია „ესკოს“ ბაზაზე მიმწოდებლის ჩამოყალიბება და სხვ, რათა რეფორმით დადგენილი ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერირების საქმიანობის განცალკევების ვადის დასრულების შემდეგ, სრულად იქნას დაცული მომხმარებლის ინტერესი, ჰქონდეს ელექტროენერგიის სტაბილური და უწყვეტი მომარაგება”,– აცხადებენ სამინისტროში.