12.მარტი .2020 11:16

მთავრობა ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჭიროდ არ თვლის

views 156
უკან

ამ ეტაპზე არ ვთვლით საჭიროდ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დადგენილ პაციენტებთან შემხებლობაში, არის აღრიცხული.

"ამ ეტაპზე საქართველოში იანვრის თვიდან თვითიზოლაცია და კარანტინი გაიარა 2000-მდე ადამიანმა. აქედან კარანტინში იმყოფებოდა 426 ადამიანი, საიდანაც 267-მა ადამიანმა კარანტინი დატოვა და მას სტატუსი აქვს ჯანმრთელი ადამიანის. ჩვენთან სამკურნალოდ იმყოფება 24 პაციენტი, მათი მდგომარეობაც არის დამაკმაყოფილებელი და მხოლოდ 4 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ექიმებს აქვთ ღრმა რწმენა იმისა, რომ მათი მდგომარეობა იქნება დადებითი. ჩვენ დაახლოებით 10 დღეში ველოდებით შესაბამის პასუხებს, როცა უკვე მათ ანალიზის აღების შედეგად არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ჩვენ ველოდებით მოვლენათა განვითარებას და ამ ეტაპზე არ ვთვლით საჭიროდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ვინაიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დადგენილ პაციენტებთან შემხებლობაში, არის აღრიცხული, მიმდინარეობს მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის კონტაქტები არ იქნება დადგენილი, ეს უკვე გახდის საეჭვო ვითარებას და გაჩნდება ეჭვი, რომ ინფექცია ვრცელდება უკონტროლოდ, მაშინ მივიღებთ შესაბამის ზომებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა