მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმისგან პირგასამტეხლოს და მიწების დაბრუნებას ითხოვს – დეტალები

5e17386c043f0
დავით ჯალაღონია
09.01.20 18:30
875
საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რაც შეეხება პირგასამტეხლოს მოცულობას, რომლის მოთხოვნასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო კონსორციუმისგან აპირებს, როგორც BM.GE–ს უწყებაში განუცხადეს, ეს თანხა 115 ათას აშშ დოლარამდეა.

მათი განმარტებით, პირგასამტეხლოსთან ერთად, სამინისტრო კონსორციუმისგან იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა. სამინისტროს ცნობით, მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა.

პირგასამტეხლოსა და მიწების დაბრუნების მოთხოვნით სახელმწიფო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან", თავის მხრივ, ქართული მართლმსაჯულების ფარგლებში იდავებს. როდის წარადგენს სარჩელს მთავრობა, ჯერჯერობით უცნობია.

თავის მხრივ, როგორც უკვე ითქვა, დავას ჟენევის საერთაშორისო არბიტრაჟში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც" გეგმავს.