მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებას წლის ბოლომდე გადაუვადებს

5da6d25a4dcd3
შოთა ტყეშელაშვილი
16.10.19 12:20
866
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაუვადებს. ვიცე-პრემიერის თქმით, მთავრობამ გადაწყვიტა, არ ისარგებლოს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებით და კონსორციუმს კაპიტალის მოძიებისა და $400 მილიონის სესხის დამტკიცებაზე წინასწარი თანხმობის მიღების შესაძლებლობას წლის ბოლომდე აძლევს.

"როგორც მოგეხსნებათ, ჩვენ გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პასუხისთვის, რომ არ წარედგინათ ჩვენთან სამინისტროში როგორც საკუთარი კაპიტალის შევსების ნაწილში, ასევე ბანკების წინასწარი თანხმობის ნაწილში წარსადგენი დოკუმენტაცია. კონსორციუმმა არ შეასრულა, თუ ვერ შეასრულა, შუალედური ვადით, 15 ოქტომბრით დადგენილი ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ არ ვისარგებლოთ ჩვენთვის მონიჭებული უფლებით და არ გავწყვიტოთ ცალმხრივად ეს ხელშეკრულება, რათა შეასრულოს სრულად ეს ხელშეკრულება და ვალდებულება, რაც აქვს ნაკისრი სახელმწიფოს წინაშე; რომ კომპანიამ წლის ბოლომდე მოახერხოს როგორც საკუთარი კაპიტალის ნაწილში, ასევე ბანკებთან $400 მილიონი დოლარის ნაწილში საკუთარი ვალდებულებების შესრულება",  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მთავრობისთვის შუალედური ვალდებულების შესრულების ვადა 15 ოქტომბეტრს ამოეწურა. კონსორციუმმა მთავრობას ADB-ის, EBRD-ის, OPIC-ისა და EIB-ის წინასწარი თანხმობა ჯამში $400 მილიონიანი სესხის გამოყოფის შესახებ ვერ წარუდგინა. ამასთანავე, კონსორციუმმა ვერ წარადგინა მინიმუმ $120 მილიონიანი კაპიტალის მოთხოვნა, რაც ასევე შუალედურ მოთხოვნას წარმოადგენდა.