საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს "ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ" საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.
"2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", რომელმაც ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ინვესტორის მიმართ გამოიჩინა უპრეცენდენტო ძალისხმევა პროექტის მხარდასაჭერად და კონსორციუმს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, 2017 წლიდან რამდენჯერმე გადაუვადა პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი და ძირითადი ვალდებულებების შესრულების ვადები, კონსორციუმმა ვერ შეძლო ვადის დაცვა, ვერ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს და ვერ წარმოადგინა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების რეალური სამოქმედო გეგმა ან ხედვა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას საინვესტიციო ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, ხოლო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა", მთავრობის სრული მხარდაჭერის მიუხედავად, 2017 წლიდან დღემდე ვერ შეძლო პროექტის განხორციელებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, ვერ მიაღწია ხელშესახებ შედეგს და ვერ წარმოადგინა პროექტის განვითარების რეალური ხედვა, საქართველოს მთავრობამ მიიჩნია, რომ კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების მორიგი გადავადება ვერ უზრუნველყოფს სასურველი შედეგის მიღწევას.
ვინაიდან კონსორციუმთან სახელშეკრულებო ურთიერთობის გაჭიანურებამ შეიძლება დააზიანოს ანაკლიის ღმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები", – ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე