მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადის 2021 წლის 1 ივნისამდე გადაწევას ითხოვს

5e57cb639c27d
ინგა მურუსიძე
27.02.20 18:11
1116
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ითხოვს, ანტიდემპინგური კანონის ამოქმედების ვადად 2021 წლის 1 ივნისი განისაზღვროს.

საქმე იმაშია, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონი ძალაში 2020 წლია 1 იანვარს უნდა შესულიყო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ დღეს პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა და ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

„გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულწილად გადაიდო კანონპროექტის განხილვები და არ იქნა გათვალისწინებული მიმდინარე წლის ბიუჯეტში,  შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოსარ გააჩნია ბიუჯეტი, რომ ამ კანონის აღსრულება დაიწყოს. გამოწვევად რჩება ასევე ის ახალი სამსახური, რომელიც დეპარტამენტის სახით უნდა შეიქმნას, რომელიც განახორციელებს მსგავს მოკვლევას, გამოძიებას და შესაბამისი დასკვნების დადებას. ამისთვის საჭიროა, ახალი პერსონალის აყვანა, მათი დატრენინგება, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ასევე, კანონპროექტით წარმოდგენილია, რომ წესი და პროცედურები განცხადების წარდგენის გარკვეულწილად საჭიროებს გარდამავალ პერიოდს. სწორედ ამ მიზეზების გამო, გთავაზობთ, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 1 ივნისი“, - განაცხადა არველაძემ.

თავის მხრივ, სამინისტროს მოთხოვნას კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უპასუხა: „ჩვენც არაერთხელ გადავდეთ ამ საკითხის განხილვა, ხან მომხსენებელი არ იყო, ხან სხვადასხვა მიზეზი არსებობდა“.

შეგახსენებთ: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მიღებას ეკონომიკის სამინისტრო პარლამენტში უკვე არაერთი წელია ცდილობს.