მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს 2021 წლის მარტამდე ახანგრძლივებს

5f34ebba7571a
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 11:26
2451
საქართველოს მთავრობა 24 000 ავტომფლობელს განბაჟების ვადას 2021 წლის მარტამდე გადაუვადებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ამ შეღავათით მოხდება არა მხოლოდ განბაჟების გადავადება, არამედ ავტოიმპორტიორებს არ დაერიცხებათ საურავები.

„ჩვენ რამდენჯერმე მოგვმართეს ავტოიმპორტიორებმა და ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთხელ უკვე გადავდგით განბაჟებასთან დაკავშირებით, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ, უმჯობესი იქნება რომ გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს შეეხება დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს და დაახლოებით ეს არის 30 მლნ-ზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების.

ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენ მივეხმაროთ ჩვენს ავტოიმპორტიორებს და ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით ავტოიმპორტიორები რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.