მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ახალი თაობის ბიომეტრიული პასპორტის და პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს

61bda9060c416
ინგა მურუსიძე
18.12.21 13:25
9003
საქართველოს მთავრობა მეოთხე თაობის ბიომეტრული პასპორტის და ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა „ციფრული იუსტიციის სახლზე“ გადასვლაზე, რაც წარმოადგენს იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრულ გაგრძელებას. მუშავდება ციფრული იუსტიციის სახლის მობილური აპლიკაცია, რომელიც უახლოეს თვეებში წარედგინება ჩვენს მოსახლეობას. მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელი შეძლებს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს. ასევე გეტყვით, რომ ვგეგმავთ თანამედროვე მეოთხე თაობის ბიომეტრიული პასპორტს გაკეთებას, ამას უახლოეს რამდენიმე თვეში წარვუდგენთ საზოგადოებას და ვგეგმავთ ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, მან იუსტიციის სამინისტროს გეგმებსაც გაუსვა ხაზი. პრემიერის თქმით, ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი დაწყებულია.

"ეს არის სამ წლიანი პროქტი, რომელიც 1 200 000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობს. ასევე, გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივები ახალი პროდუქტების შექმნის მიმართულებით, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, კერძო სექტორი ბიზნესთან ასოცირებული სახელმწიფო სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით ისარგებლებს, ერთ სივრცეში მიღებას შეძლებს", - აღნიშნა პრემიერმა.