მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბარებს, კაფეებს და რესტორნებს მიმართავს- "რეკომენდაციები არის სავალდებულოდ შესასრულებელი"

5e72036ae8217
ინგა მურუსიძე
18.03.20 15:07
1351
კაფე-ბარების და რესტორნების შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებობს გამონაკლისები, რომლებმაც ადეკვატურად არ შეასრულეს მთავრობის რეკომენდაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო მეტად გააკონტროლებს.

„პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მოხსენდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება რეკომენდაცია, რომელიც დაკავშირებულია ბარების, რესტორნების, კაფეების და სხვადასხვა დარბაზების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები და ალბათ ყველამ დაინახა, რომ აკრძალვები უკვე ამოქმედდა, თუმცა სამწუხაროდ არსებობს ისეთი გამონაკლისები, რომლებმაც ვერ შეძლეს ადეკვატურად ემოქმედათ ჩვენს რეკომენდაციები.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები არის სავალდებულოდ შესასრულებელი და ეს არის რეკომენდაცია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ კორონავირუსთან გამკლავება. ყველას კარგად გვესმის, რომ რა ბერკეტიც არ უნდა აამოქმედოს სახელმწიფომ, თუ საზოგადოებამ არ შეუწყო ხელი, აღნიშნული ქმედებები შედეგებს ვერ გამოიღებს, ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი თავყრილობებისგან, რომელთა ჩატარებაც აუცილებელი არ არის. ამ რეკომენდაციების შესრულებას სახელმწიფო კიდევ უფრო გააკონტროლებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.