სახელმწიფო ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. როგორც ირკვევა, ბიოწარმოების მსურველებს ფინანსურ მხარდაჭერას ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში სოფლის განვითარების სააგენტო გაუწევს.
პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარებზე სხვადასხვა პირობა ვრცელდება.
„პოტენციური ბენეფიციარისთვის ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე, განისაზღვრა არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 7000 ლარით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 4000 ლარით.
რაც შეეხება პროგრამის პირობებს, ერთი პოტენციური ბენეფიციარისთვის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების აან მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი, ბიო პრეპარატების შეძენის ხარჯის ან ფუტკრის ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად გაწეული ხარჯის ანაზღაურება სააგენტოს მიერ განისაზღვრება შემდეგი პირობებით:
მევენახეობის შემთხვევაში, სააგენტოს ანაზღაურება, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით განისაზღვრება, არაუმეტეს 70%-ით, არაუმეტეს 5100 ლარით, ხოლო, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება – არაუმეტეს 40%-ით, არაუმეტეს 2900 ლარით.
გაწეული ხარჯის ანაზღაურება განხორციელდება არაუმეტეს 5 ჰა-ზე გადაანგარიშებით. საფუტკრე მეურნეობის შემთხვევაში, სააგენტოს ანაზღაურება ბიოპრეპარატებისთვის და ბიოფიჭის შესაძენად განისაზღვრება არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ სკაზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ ჯამურად არაუმეტეს 5100 ლარით, თუ პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობის წყაროს წარმოადგენს დონორი ორგანიზაციიდან მიღებული დაფინანსება არაუმეტეს 40%-ით, მაგრამ არაუმეტეს ერთ სკაზე 25 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2900 ლარით“ - აღნიშნულია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: პროგრამა არაბიომეურნეობიდან ბიომეუნრეობაზე გადასვლას, ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიო პრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიო პრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას გულისხმობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი