საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის 2021 წლის ბიუჯეტის გასაზრდელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მთავრობას 2021 წელს უფრო მეტი ოდენობის შიდა და საგარეო ვალის აღება შეეძლება, ვიდრე ეს ამჟამად არის განსაზღვრული.
2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბიუჯეტის რეკორდული მაჩვენებელია. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბიუჯეტის პირველად პროექტი კოვიდ კრიზისის წინააღმდეგ გამოსაყოფ დაფინანსებას არ შეიცავს. მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ხარჯების ასახვა საბოლოო წარდგენის ბიუჯეტში მოხდება.
შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტის ზრდაც კოვიდ კრიზისის წინააღმდეგ გასაწევი ხარჯების მობილიზებას უკავშირდება. ჯერჯერობით უცნობია მთავრობა IMF-ის მწვანე შუქის შემთხვევაში დეფიციტს საშინაო ვალით დააფინანსებს, თუ ახალ საგარეო ვალს მოიზიდავს.
“მუშაობა მიმდინარეობს COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური ზრდის შენელებიდან გამომდინარე სოციალური თუ ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების საჭიროებების დაფინანსებაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, პროგრამის მე-7 მიმოხილვის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაფინანსების საჭიროებებსა და მათთან დაკავშირებული ფისკალური პარამეტრების განახლებულ პროგნოზებზე, მათ შორის მნიშვნელოვანია 2021 და საშუალოვადიანი პერიოდის დეფიციტს მაჩვენებლის შეთანხმება,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობამ 6.2 მილიარდი ლარის მოცულობის ახალი საგარეო ვალი და 1.85 მილიარდი ლარის ოდენობის შიდა ვალი აიღო. შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტმა უკანასკნელი წლების რეკორდულ ნიშნულს - 8.5%-ს მიაღწია.
ამასთან, მთავრობა გეგმავდა, რომ 2021 წელს დეფიციტი 5.1%-მდე შემცირებულიყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი