მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესის ნაწილს საგადასახადო შეღავათებს ჰპირდება - ვის შეეხება ცვლილებები?

5e6b2b221c951
ვიქტორია მღებრიშვილი
13.03.20 10:47
1837
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა პრემიერ-მინისტრის აპარატსა და კერძო სექტორს შორის გუშინ გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მთვარობა მზად არის, კორონავირუსის კერძო სექტორზე გავლენის შესამცირებლად მოწყვლად სექტორებზე საგადასახადო შეღავათები დააწესოს.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარია ამ და სხვა საკითხებზე უახლოეს დღეებში თავად ისაუბრებს.

„პრემიერს ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა პანდემიური მდგომარეობის ეკონომიკაზე ზემოქმედების შეფასებისა და საპასუხო ზომების შემუშავებასთან დაკავშირებით.

ჩვენ შევხვდით საქართველოში მსხვილ დამსაქმებლებს კერძო სექტორიდან და განვიხილეთ ის სექტორული, თუ სხვადასხვა გამოწვევები, რომელიც შესაძლოა ვირუსის გავრცელებამ შექმნას ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ სამუშაო ფორმატში განვიხილეთ ყველა ის ინიციატივა, თუ მოსაზრება - რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ეკონომიკაზე ვირუსის ნეგატიური ზეგავლენების შემსუბუქებას.

ამ თვალსაზრისით კონკრეტულ მიმართულებებზე გვაქვს გარკვეული შეთანხმებები, რომელზეც მომდევნო დღეებში პრემიერი გააკეთებს აქცენტირებას, ეს არის ისეთი მიმართულებები, როგორიც არის ფისკალური სტიმულირების ღონისძიებები, კონკრეტულად გადასახადების ნაწილში იმ მოწყვლადი სექტორებისთვის გარკვეული შეღავათების მიცემა, რომლებზეც ყველაზე მეტად იმოქმედებს და გავრცელდება ნეგატიური ზეომოქმედება.

გარდა ამისა, ასევე განხილულია სხვადასხვა სახელმწიფო მოქმედი ინსტრუმენტის თვალსაზრისით მოქმედი ინსტრუმენტის ეფექტიანობის ზრდა, იმისთვის რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ კერძო სექტორს ამ კრიზისის გადალახვაში“, - აღნიშნა პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში.