მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ბიზნესის ნაწილს შეზუდვებს უხსნის, თუმცა მათ შორის ფიტნეს-ცენტრები და აუზები არ არის

5efb000140537
ინგა მურუსიძე
30.06.20 13:06
1113
მთავრობა ბიზნეს საქმიანობების ნაწილს შეზღუდვებს უხსნის, თუმცა მათ შორის ფიტნეს-ცენტრები და აუზები არ არის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობა მათ საკითხს შემდეგ ეტაპზე განიხილავს.

"კიდევ არის დარჩენილი ბიზნეს საქმიანობები, რომლებზეც კვლავ რჩება შეზღუდვები და გარკვეული რაოდენობა დიდი ალბათობით ორშაბათიდან იქნება დაშვებული. ესენია - გამოფენები, ტრენინგები, კონფერენციები სასტუმროებში, რაზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა. პროტოკოლებს მცირე დაზუსტება დასჭირდება და უკვე ორშაბათისთვის ეს ყველაფერი გამოქვეყნდება. ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს ტრენინგ-პროგრამები გარძელდეს და ასევე სასტუმროებს დავეხმარებით, რომ არ დაკარგონ შესაძლებლობა, მოემსახურონ ასეთ ღონისძიებებს. საგამოფენო საქმიანობას რაც შეეხება, აქაც გახსნა მოხდება ასევე წესების დაცვით. გვესმის ყველა დახურული ბიზნესის პრობლემა, ეს არის ფიტნეს-ცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკების საქმიანობაა და შემდეგ ეტაპზე შევეცდებით მათთვის შეზღუდვების მოხსნას პროტოკოლების დაცვით. ამ ეტაპზე ამაზე არ ვსაუბრობთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ფიტნეს-ცენტრები და ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების პროტოკოლზე ვერ თანხმდება.