12.მარტი .2020 11:32

მთავრობა ბიზნესის სტიმულირების პაკეტს რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს

views 209
უკან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ბიზნესის სტიმულირების პროგრამას რამდენიმე დღეში გაასაჯაროებს. საუბარია კორონავირუსის გამო დაზარალებული სექტორების და მათ შორის პირველ რიგში ტურიზმის სექტორში მოღვაწე ბიზნესებისთვის სახელმწიფო მხრიდან სტიმულების/შეღავათების დაწესებაზე. 

"მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა მოგვცა დავალება, რომ შევიმუშავოთ ერთიანი, კომპლექსური ბიზნესის სტიმულირების გეგმა. ჩვენ ამაზე უკე დაწყებული გვაქვს მუშაობა და დღის განმავლობაში დავხვეწავთ ამ გეგმას. მე არ მინდა საღამომდე გავამხილო კონკრეტული დეტალები, ძალიან მალე მოხდება ამ გეგმის გასაჯაროება, უბრალოდ გეტყვით, რომ ყველაფერი დაიწყო ტურიზმის ინდუსტრიის წახალისების ღონისძიებებზე მუშაობით, მაგრამ დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ გლობალური სურათიდან გამომდინარე, შევიმუშავოთ უფრო კომპლექსური გეგმა. ეს მოიცავს არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ მთლიანად ბიზნესის სტიმულირებას. ეს ცხადია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები, როგორც საქართველოში, არამედ მსოფლიოში, რადგანაც ეს არის გლობალური გამოწვევა. 

ჩვენ წინმსწრებად უნდა დავიწყოთ ზრუნვა დასაქმებასა და ეკონომიკაზე.

საუბარი არის სულ რამდენიმე დღეზე, რის შემდეგაც ეს გეგმა გახდება ცნობილი.

ტურიზმი იქნება ცენტრში ამ გეგმის,"- განაცხადა მინისტრმა. 

ამ დროისთვის უცნობია რა სახის სტიმულებს მოიცავს აღნიშნული პროგრამა - იქნება ეს საგადასახადო შეღავათები თუ პირდაპირი სუბსიდიები. უცნობია ისიც, თუ რა მოცულობის თანხის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მასზე. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა