მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ შენობას ₾12 მილიონად ყიდის

627527e542c99
შოთა ტყეშელაშვილი
06.05.22 17:55
846
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებვერდზე გამოქვეყნდა განაცხადი უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით. საუბარია თბილისში, ჭავჭავაძის 17 ნომერში არსებული შენობის უძრავ ქონებაზე.

5,500 კვადრატული მეტრის უძრავი ქონების საწყისი ფასი 11,750,000 ლარია. აუქციონი შესაბამისი პირობების გარეშე ტარდება, შესაბამისად, ობიექტის შემძენს არ აქვს კონკრეტული ვალდებულება თუ რა პროექტი უნდა განახორციელოს აღნიშნულ ტერიტორიაზე.

“დასახელება: ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, N17ე-ში არსებული 1110.72 კვ.მ. ავტოფარეხი, 1158.20 კვ.მ სარდაფი (მ/შ ღია ტერასა 659.85 კვ.მ; I სართული), IV სართულზე 594.12 კვ.მ. ფართი, V სართულზე 591.60 კვ.მ. ფართი; VI სართულზე 590.05 ფართი, VII სართულზე 613.83 კვ.მ. ფართი, VIII სართულზე 591.85 კვ.მ. ფართი, IX სართულზე 610.00 კვ.მ. ფართი, XI სართულზე 636.97 კვ.მ. ფართი და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი,”- ნათქვამია ობიექტის აღწერაში.

აუქციონი 13 მაისს სრულდება.