მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ჩინურ კომპანია Sinohydro-სთან დავისთვის 472,000 ევროდ იურისტებს ქირაობს

5ee8a865bc5e6
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.20 15:14
3199
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განაცხადი გამარტივებული შესყიდვის განხორციელების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, დეპარტამენტი ჩინურ სამშენებლო კომპანია Sinohydro-სთან დავაში საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს ქირაობს.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით საქმე ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას ეხება, რომელშიც სახელმწიფოს კონტრაქტორი სწორედ ჩინური Sinohydro იყო. კერძოდ კი, Sinohydro აცხადებს, რომ დეპარტამენტმა არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულება. Sinohydro აღნიშნავს, რომ გზების დეპარტამენტმა კონტრაქტით დადგენილი პირობების თანხმად ვერ შეძლო დროულად გამოესყიდა ის ტერიტორია, რომელზეც კომპანიას გზა უნდა აეშენებინა.

საქმის დეტალები:

“დეპარტამენტს და კომპანია Sinohydro Corporation Limited-ს (შემდგომში - კონტრაქტორი) შორის 2012 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული №RCIP/CW/ICB-02 ხელშეკრულების საფუძველზე კონტრაქტორმა განახორციელა ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12+400-კმ31+259 მონაკვეთის მშენებლობა. 2018 წლის 25 ივნისს სამუშაოების ზედამხედველმა ინჟინერმა Dohwa Engineering Co. Ltd-მ ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოსცა სამუშაოების მიღება-ჩაბარების სერტიფიკატი (Taking over certificate No TOC.N1).

2019 წლის 19 დეკემბერს Sinohydro Corporation Limited-მა მიმართა ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ დანიშნულ დავების საბჭოს დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულების ზოგადი პირობების 2.1 და ხელშეკრულების სპეციალური პირობების 2.1 მუხლების დარღვევის გამო კონტრაქტორის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის წარდგენის საფუძველია დეპარტამენტის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სამშენებლო მოედნის გადაცემის ვალდებულების დარღვევა - დეპარტამენტმა ვერ შეძლო სამშენებლო მოედანი დროულად გამოესყიდა კერძო მესაკუთრეთაგან და გადაეცა კონტრაქტორისთვის. შესაბამისად, კონტრაქტორმა წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა და დეპარტამენტისგან მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.

აღნიშნული დავის საწარმოებლად, დეპარტამენტმა 2019 წლის 31 დეკემბერს იურიდიული მომსახურების შესყიდვის თაობაზე ს და ს №12-20 ხელშეკრულება (CMR200002902) გააფორმა უცხოურ იურიდიულ კომპანია, Hogan Lovells International LLP-სთან,”- ნათქვამია დოკუმენტში.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, Hogan Lovells International-თან კონტრაქტის ღირებულება 472 ათასი ევრო იქნება.