მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა covid-ტესტირების გაფართოებისთვის "დამატებითი რესურსის მობილიზებაზე“ საუბრობს

608012aa404c6
ინგა მურუსიძე
21.04.21 16:00
540
"ტესტირებები გაფართოვდება იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონი რისკების გარეშე გადავიტანოთ", - განცხადება ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას მეტი ინფრასტრუქტურა, რათა მოქალაქეებმა ტესტირების ჩატარება სწრაფად და მარტივად შეძლონ.

„დღეს საბჭოზე ვისაუბრეთ გარკვეულად დამატებითი რესურსის მობილიზებაზე, ტესტირების პროგრამის გაფართოებისთვის არა მხოლოდ აპრილსა და მაისში, არამედ ზაფხულის პერიოდში, როცა ქვეყანაში შემოვლენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც და იქნება ტურისტული სეზონი როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე - უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ასევე გააქტიურდება მოგზაურობა განსაკუთრებით აჭარის და სხვა კურორტულ რეგიონებში. ის, რომ ტესტირება გაფართოვდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას მარტივი ტესტირებისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრიორიტეტია იმისთვის, რომ ზაფხულის სეზონი გადავიტანოთ რისკების გარეშე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.