საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ, - ამის შესახებ შეთანხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელების დღევანდელ შეხვედრაზე შედგა.
შეხვედრის ფორმატში განიხილეს ახალი კორონავირუსის ეკონომიკური გავლენები, განსაკუთრებით ისეთ მოწყვლად სექტორებზე ამ ვირუსის მიმართ, როგორიც არის მაგალითად ტურისტული ინდუსტრია. აქცენტები გაკეთდა საბანკო სექტორისა და სახელმწიფოს კონკრეტულ ნაბიჯებზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად შერბილდეს ის ნეგატიური ეკონომიკური გავლენები, რაც შეიძლება პოტენციურად მოჰყვეს ვირუსის გავრცელებას.
გადაწყდა, რომ ჩამოყალიბდება ქმედითი სამუშაო მექანიზმი, მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეროვნული ბანკისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უახლოეს დღეებში წარადგენს კონკრეტული ნაბიჯების გეგმას ტურისტული სექტორის დასახმარებლად.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა საბანკო სექტორს ამ პროცესში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევს და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მზად არის.
საბანკო სექტორმა დააფიქსირა მზადყოფნა, იმ შემთხვევაში, თუ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, მიმდინარე გადახდებში გარკვეული პრობლემები შეექმნებათ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა ფორმით.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დღეს უმთავრესი ამოცანაა, მოწყვლად სექტორებში დარჩეს რაც შეიძლება მეტი ფულადი რესურსი, რათა მიმდინარე პროექტების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს და ამ მიზნის მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, ეროვნული ბანკი და კომერციული საბანკო სექტორი, კონკრეტულ, კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.
ტურიზმის სექტორზე გავლენის გარდა, აღინიშნა კორონავირუსის გავრცელების შესაძლო პირდაპირი გავლენა საფინანსო-საბანკო სექტორზე, თუმცა ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბანკო სექტორი დღეს გაცილებით მზადაა, მსგავსი ტიპის საგარეო ეფექტების ნეგატიური გავლენის მინიმიზებისთვის.
შეხვედრაში მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა