როგორც ცნობილია, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში ხვალიდან საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მოძრაობა იკრძალება, რამაც იმ სექტორებში დასაქმებულებს, ვისზეც შეზღუდვები არ გავრცელდა, გადაადგილების პრობლემები შეუქმნა.
დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „დასაქმებული მოქალაქეების გადაადგილების საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად განხილვის და დამუშვების პროცესშია".
"ვაანალიზებთ გვექნება თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი დავაფინანსოთ", - თქვა ვიცე-პრემიერმა.
ამასთან, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ იმ სოციალურ პაკეტებში, რომელიც გუშინ გაცხადდა, არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებული ადამიანებიც გაითვალისწინა.
"მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიის მოქალაქეებზე, შესაძლოა, 300-ლარიანი კომპენსაცია არ ვრცელდება, მაგრამ ამ ოჯახებისთვის გათვალისწინებულია როგორც კომუნალურების სუბსიდია, ასევე, არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულები არიან ჩართულები 100 000 ქულამდე მყოფი ოჯახების დახმარების პაკეტებში. სწორედ ამას ითვალისწინებს გაფართოებული პაკეტი, რომელიც მოიცავს სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც არ აქვთ სოციალურად დაუცველის სტატუსი“, - განმარტა ვიცე-პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის