28.მაისი .2020 12:19

მთავრობა დეველოპერებისგან დევნილებისთვის 150 მლნ ლარის ღირებულების ბინებს შეიძენს

views 632
უკან

მთავრობა დეველოპერებისგან დევნილებისთვის 150 მლნ ლარის ღირებულების ბინებს შეიძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, დევნილთა 1 800-მდე ოჯახი ბინებს 3 წლით ადრე მიიღებს, რაც დეველოპერებისთვის ლიკვიდობის მიწოდებით განხორციელდება.

„მთავრობა მიმართავს 150 მლნ ლარს წლის ბოლომდე, იმისთვის რომ დააკონტრაქტორს დამატებითი დევნილების 1 800 ოჯახისთვის 3-ჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი დევნილები 1 800 ოჯახი დაახლოებით 6 000 ადამიანი, 3 წლით ადრე მიიღებს ბინა და რა თქმა უნდა ეს იქნება პირდაპირი დახმარება ლიკვიდობით, პირდაპირი მოთხოვნის დაკმაყოფილება სამშენებლო კომაპნიებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ კრიზისის პერიოდში მთავრობამ დევნილთა დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები ვერ გადადგა და ამით აკომპენსირებს ყურადრების ნაკლებობას.

„ბოლო თვეების განმავლობაში კრიზისის პერიოდში ჩვენ ჩვენი კონკრეტული ნაბიჯებით დახმარებები ბევრი სოციალური ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ ჩვენი დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე. ჩვენ ახლა ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ“, - აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა