მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დევნილებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის

5ecbb4ff3a832
თელარა გელანტია
25.05.20 16:06
1405
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის 140-მდე ბინას კონკურსის წესით შეისყიდის.

როგორც bm.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე მენაშენეებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა. საკონკურსო პირობების თანახმად, სააგენტო ამ ეტაპზე არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, საცხოვრებელ ფართებს ქუთაისსა და გორში შეისყიდის.

სააგენტო ბინებს, მხოლოდ ექსპლუატაციაში მიღებულ კორპუსებში, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაიბარებს.

ამ ეტაპზე, მენაშენების პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების შესყიდვის მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 13 მილიონამდე ლარი გამოიყო.

საკონკურსო წინადადების მიღება 25 მაისიდან დაიწყო და 10 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა მენაშენეებმა წინადადებები დევნილთა სააგენტოში (თბილისი, თამარაშვილის 15ა) უნდა წარადგინონ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე - http://gov.ge/s/eff67