მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 14 საკითხზე იმსჯელებს

638d94ee1eaf9
ინგა მურუსიძე
05.12.22 10:52
810

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს განიხილავს, მათ შორის ერთი საიდუმლოა:

1. "საზღვაო შრომის კონვენცია“ საქართველოს კანონის პროექტი "მეზღვაურთა შრომის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ი. დარჩიაშვილი; ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

3. საქართველოს კანონების პროექტები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

4. საქართველოს კანონის პროექტი "პენიტენციური კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: რ. ბრეგაძე

5. საქართველოს კანონების პროექტები "დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: დ. ონოფრიშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ა(ა)იპ - მზის შვილების საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯეო ფაუერს’’ შორის „ძეგვი ჰესის’’ შესახებ 2017 წლის 3 თებერვალს დადებულ მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობას, „Optimum Enerji Üretim A.Ş”-ს, შპს „ენერგოტრანსსა“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2011 წლის 19 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ოქტომბრის N2241 განკარგულების საფუძველზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებულ საქართველოში, სვანეთში, მესტიაში ზედაპირული საბაგიროების, ფიქსირებული სკამსაბაგიროებისა და მოცილებადი საბაგიროების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამატებით გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტები „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“

„საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აგვისტოს № 426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი


12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს (წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“)) შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V)) დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი
14. საიდუმლო.