მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 14 საკითხზე იმსჯელებს

63a954e8ba681
ინგა მურუსიძე
26.12.22 12:03
583
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება. პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 14 საკითხს განიხილავენ.

1. საქართველოს კანონის პროექტი „სააქციო საზოგადოების − საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

3. საქართველოს კანონის პროექტი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გოლდენ თაუერ ინვესტ გრუპისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ - HMG“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ვივო მედიქალ გრუპის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „პარკ ჰოტელის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვინდ ფარმს’’ შორის "ქსნის ქარის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "იუნაითიდ ფაუერ ენერჯის’’ შორის "დევაში ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ახალი სამგორის’’ მზის ელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


12. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების მეთოდოლოგიის, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

13. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ”

მომხსენებელი: გ. თუმანიშვილი.