მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 18 საკითხზე იმსჯელებს - მათგან ორი მცირე ჰესზეა

6396cedcea924
ინგა მურუსიძე
12.12.22 10:51
686
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს განიხილავს, მათგან ერთი საიდუმლოა.

დღის წესრიგი:

1. საქართველოს კანონის პროექტი "თავდაცვის კოდექსი” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ჯ. ბურჭულაძე

2. საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

3. საქართველოს კანონის პროექტი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

მომხსენებელი: ო. შამუგია

4. საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ო. შამუგია

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ლოპოტასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს "თელასისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფიზიკურ პირ ფიქრია პავლიაშვილისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "გეოკერამიკასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 სექტემბრის №2043 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს "საზოგადოებრივი კოლეჯისთვის "შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 ივნისის №1267 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს "თერნალი-ჩაისათვის” იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რკ "მეგრული ჩაი 2018”-სათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "რაჭა ენერჯის“ შორის "რიონი 7 ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "მულხრა ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

14. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 15856.00 კვ.მ გეგმარებითი არეალის მიწის ნაკვეთის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის N115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

15. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ"

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

16. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის, საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმისა და საქართველოს სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის პილოტირების 2023 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ"

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

17. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი "სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს თავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ზ. აზარაშვილი

18. საიდუმლო.