მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს 18 საკითხზე იმსჯელებს

640ed9ae3eff5
ინგა მურუსიძე
13.03.23 12:10
753
დღეს საქართველოს მთავრობის სხდომა გაიმართება. მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული. იგეგმება დღის წესრიგით გათვალისწინებული 18 საკითხის განხილვა:

1. საქართველოს კანონების პროექტები „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

2. საქართველოს კანონების პროექტები „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

მომხსენებელი: მ. ჩხენკელი

3. საქართველოს კანონის პროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: მ. ჩხენკელი

4. საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

მომხსენებელი: ო. შამუგია

5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უცხოური საწარმოს ფილიალ „ჯი ი ინვესტმენტ კორპისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 დეკემბრის №2657 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჯორჯიან სტიილისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 დეკემბრის №2340 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ჯორჯიან სტიილის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „ჯი ეს ჯგუფის“ და შპს „ვიპ საწყობის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი


8. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ევრო დიზაინისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 იანვრის №123 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ევრო დიზაინის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ნატვიტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის №1185 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და
შპს „ნატვიტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

10. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „SOCAR Georgia Investments”-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 30 მარტის №30/03/08 განკარგულებით
განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 28 ნოემბრის №2095 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

11. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

12. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,ერთობლივი საწარმო ,,POLAT YOL &MAPA’’-ს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

13. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,სმარტ უნიონ გრინ პაუერს’’ შორის ,,ხაბელაშვილებჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

14. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,სმარტ უნიონ გრინ პაუერ“-ს შორის „ცაცხვნარჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

15. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის ,,სორგითი 1 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

16. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "განახლებადი ენერგიის რეგიონალურ კომპანიას“ შორის ,,სორგითი 2 ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”

მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი

17. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“

მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი

18. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა) მწვანე ნარგაობათა შერჩევის, დარგვისა და მოვლის სამუშაოების შესახებ”

მომხსენებელი: ო. შამუგია