მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდება

5ffd50c76e820
ვიქტორია მღებრიშვილი
12.01.21 11:36
750
მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები სავაჭრო ცენტრების შემდეგ, დღეს 13:00 საათზე ბაზრობების მფლობელებს შეხვდებიან. ამის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურმა დაუდასტურა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება და მას ხელისუფლების მხრიდან სავარაუდოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ბიზნესომბუდსმენი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ გუშინაც სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებს მთავრობა ამ შემადგენლობით შეხვდა.

გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ არ იცის, რა საკითხებზე იქნება შეხვედრაზე საუბარი.

„აუცილებლად დავესწრებით შეხვედრას, რომელიც ჩემი ინფორმაციით, დღეს 13:00 საათისთვის შედგება. შეხვედრაზე განსახილველი თემები არ ვიცით, რომ მივალთ გავიგებთ. მთავარია,  რომ გახსნასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომუნიკაცია დაიწყო“, - განაცხადა „ლილო მოლის“ დირექტორმა.

კითხვაზე - რამდენად მისაღები იყო „ლილო მოლისთვის“ და იქ მოვაჭრეთათვის შეზღუდვების 1 თებერვლამდე გახანგრძლივების შესახებ მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილება, გიორგი კვარაცხელია ამბობს, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა უკეთ იციან, რა გადაწყვეტილება მიიღონ.

„მთავარია, რომ დროულად გავიხსნათ. ჩვენ უფრო ადრეც გვერჩია გახსნა, მაგრამ რას ვიზამთ“, - განაცხადა ბაზრობის ხელმძღვანელმა.