მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა დღეს ონკოპაციენტთა მკურნალობის პროგრამის 8 000 ლარით გაზრდაზე იმსჯელებს

5f3e254545ec6
თამთა ჯიჯავაძე
20.08.20 11:22
1040
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ონკოპაციენტთა მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე იმსჯელებენ. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ონკოლოგიური დაავადებების მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

„იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნით გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დღეს უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8 000 ლარით გაზრდის შესახებ.

თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა სრული კურსი ჩაიტაროს ჯიბიდან გადასახდელების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 ადამიანი სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან“, – განაცხადა გახარიამ.