12.მარტი .2020 12:18

მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სავარაუდოდ, შეამცირებს

views 267
უკან

"პროგნოზი არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც ის აქამდე იყო", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

2020 წელს საქართველოს მთავრობა BDD დოკუმენტის მიხედვით, 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გეგმავდა.

"წელს გვქონდა მოლოდინი, რომ გვექნებოდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა. არის შეფასებები, რომ მრავალმილიარდიან ზარალს მოუტანს ის (კორონავირუსი) მსოფლიოს ეკონომიკას. პროგნოზი არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც ის აქამდე იყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა