მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ემიგრანტებისთვის სუბსიდირებულ რეისებს აწესებს

5efd9e7a47d9a
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.20 12:40
1584
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს ემიგრანტებისთვის მორიგი სუბსიდირებული რეისები დაიგეგმება. ამასთან, მინისტრის თქმით, მგზავრები საქართველოში ჩამოსვლის შემდგომ კარანტინის რეჟიმს გაივლიან. 

"ორშაბათს გამოქვეყნდება გრაფიკი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ორგანიზებულად, ისე როგორც ამას აქამდე ვახორციელებდით, მოხდება ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული ფასებით ჩვენი ემიგრანტების, ჩვენი თანამოქალაქეების ჩამოყვანა სხვადასხვა ევროპული დედაქალაქიდან. ეს პროგრამა იცით რომ პანდემიის პერიოდში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება. ყველას ექნება შესაძლებლობა სახელმწიფოს ხარჯზე, კარანტინის გავლით ჩამოვიდნენ ქვეყანაში,"- განაცხადა ნათია თურნავამ. 

მორიგი სუბსიდირებული რეისები დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაანონსა. მისივე თქმით, ფრენებს მხოლოდ ერთი ავიაკომპანია არ უნდა ახორციელებდეს და საჭიროა კონკურენციის უზრუნველყოფა.