მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობის ახალ პროგრამას იწყებს

61c980420327b
მარიამ ვარადაშვილი
27.12.21 17:10
461
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო პროგრამის - “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ახალი ქვეპროგრამა დამტკიცდა, რაც ექსპორტის ტექნიკურ დახმარებას ითვალისწინებს.

“ბიზნესთან ერთად და მათთან კომუნიკაციის პროცესში დავადგინეთ, რომ ახლა საგარეო ბაზარზე მათთვის მთავარი გამოწვევა ტექნიკური ბარიერების გადალახვაა. როგორებიცაა: ხარისხის უზრუნველყოფა, სხვადასხვა სერტიფიკატისა და ლიცენზიის მოპოვება ანუ წმინდა ტექნიკური ბარიერები ხელს უშლის ჩვენს ექსპორტიორს კიდევ უფრო მეტი პროდუქტი მიაწოდოს საგარეო ბაზრებს.

ვფიქრობთ, მთავრობა ამ სფროს უნდა დაეხმაროს. შესაბამისად, პროგრამა ექსპორტის ხელშემწყობ სამ ახალ კომპონენტს მოიცავს. ეს არის პროდუქტის ლიცენზირება-სერტიფიცირებაში დახმარება - 20 ათასი ლარის ოდენობით თითოეულ ბენეფიციარზე; ბრენდინგისა და პროდუქციის შეფუთვა-დაფასოებაში დახმარება - ასევე 20 ათასი ლარის ოდენობით ერთ ბენეფიციარზე და მესამე - საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირებაში დახმარება, რაც მოიცავს ბრენდინგს, გაყიდვების ახალი სტრატეგიის შემუშავებას და ა.შ", - აცხადებს ნათია თურნავა.