მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ფერმერებს 35 მლნ ლარით დაასუბსიდირებს

625d12dabcec0
მარიამ ვარადაშვილი
18.04.22 11:23
2869
დღეს მთავრობამ ფერმერების დახმარების ახალი პროგრამა დააანონსა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელები ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.

“გადავწყვიტეთ, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დავიწყოთ. პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტიანი განხორციელება. სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა 1 ჰა-ზე 300 ლარით განისაზღვრება. კერძოდ, სუბსიდიას მიიღებენ 0.5 ჰა-დან 1.25 ჰა ჩათვლით მიწის მესაკუთრეები. ბენეფიციარებს ეს თანხა აგრობარათზე დაერიცხებათ და მათ შეეძლებათ ის მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის შესაძენად გამოიყენონ”,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმითვე, ამ დახმარებით 300 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს, ხოლო პროექტის ჯამური ღირებულება 35 მლნ ლარი იქნება. მთავრობა ფიქრობს, რომ ეს პროგრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოების თვითღირებულებასაც შეამცირებს.