2021 წლის 3 იანვრიდან თბილისის არასაყოფაცხოვრებო აბონენტებს ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზრდებათ. ფასის მატება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრს შეადგენს, რის შედეგადაც ახალი ტარიფი 1.1 ლარი იქნება. გაზის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიამ 1 დეკემბერს გააჟღერა. “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, ახალი ტარიფი პურის საცხობებს არ შეეხება.
ტარიფის მატებასთან დაკავშირებით BMG-ის კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა კომპანიასთან გაარკვევს, რის გამო მოხდა ფასის მატება. ამასთანავე, მინისტრი აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო აბონენტებს ტარიფის მატება არ უნდა შეეხოთ.
“პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ გაზის ნაწილში მოსახლეობის მიმართულებით არ ველოდებით გაძვირებას და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ ფასებს, როგორ გაყიდის კომერციულ სექტორზე თბილისი ენერჯი გაზს, ეს არ არის რეგულირებადი და ეს მათი ბიზნესის ნაწილია, თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით. მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ, ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით. აუცილებლად შევხდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამდენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა ეს რეალურ გარემოებებს და რამდენად ამოწურა კომპანიამ ყველა ის შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელი არის ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა. ჩვენ ამაზე მათთან გვექნება კომუნიკაცია,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თავად “თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ ტარიფის მატების მთავარ მიზეზს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება წარმოადგენს, რის გამოც კომპანიას შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება გაეზარდა.
"ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით.
დღეისათვის შპს „თბილისი ენერჯის“ უჭირს მოწოდებული ბუნებრივი გაზის შესასყიდად საკმარისი ფინანსური სახსრების აკუმულირება, რაც ცხადია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა მხოლოდ რეალურ საფრთხეს უქმნის მომხმარებელთა უწყვეტ გაზმომარაგებას, არამედ საფრთხეს უქმნის კომპანიის ნორმალურ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.
იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ბუნებრივი გაზის შესყიდვის პროცესი და თბილისის მოსახლეობის უწყვეტი გაზმომარაგება, აუცილებელია, არასაყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის კორექტირება,”- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის