მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ღია სივრცეში პირბადის ტარების წესის გადახედვას განიხილავს - ცერცვაძე

60cfb331b782c
BM.GE
21.06.21 10:00
896
შესაძლოა ღია სივრცეში პირბადის ტარების წესი სეიცვალოს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. 

"მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე თვეში შესაძლოა კომენდანტის საათის მოხსნის გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.