ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ენერგეტიკაში ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობის წახალისებისთვის ახალ მოდელს წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია უშუალოდ რა მექანიზმზეა საუბარი და იქნება თუ არა ის წარსულში გაუქმებული PPA ტარიფების ალტერნატივა.
“გენერაციაში ახალი ობიექტების შექმნის საჭიროებაზე დღეს პრემიერმა ისაუბრა. კონკრეტულ პირობებს ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ გვაქვს მონახაზი და მიდის მუშაობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის. როდესაც ვსაუბრობთ რეფორმაზე და ახალ ინიციატივებზე, რადგან დავიწყეთ სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთანაც შეთანხმების პირობები გვაქვს. ასე რომ, მოგვიწევს საერთაშორისო ექსპერტებთან და ეკონომიკურ გუნდთან გავლა. მომავალ კვირას ჩვენ ვგეგმავთ ამას, სამწუხაროდ ბევრი დრო დაიკარგა უკვე. გენერაცია ვერ ეწევა გაზრდილ მოხმარებას და ჩვენ ეს, რა თქმა უნდა, უნდა აღმოვფხვრათ. საბოლოო მიზანია, რომ საქართველო იყოს ექსპორტიორი ქვეყანა ელექტროენერგიის, მათ შორის ძირითადად განახლებადი ენერგიის.
ჩვენ გარკვეული მონახაზები გავიარეთ ევროპის ენერგოგაერთიანებასთან, იცით რომ ევროპის ენერგოგაერთიანების წევრი ვართ და ძირითადი ენერგეტიკული რეფორმები უნდა იყოს თანხვედრაში მათ პოზიციებთან, რაც ევროპას გააჩნია.
გარკვეული დღეები დაგვჭირდება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იხილოს ის ახალი ინიციატივები, რაზეც პრემიერ-მინისტრიც საუბრობდა,”- აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ცნობისთვის, 2017 წლიდან მთავრობას ჰესების ინვესტორებთან გარანტირებული შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება შეზღუდული აქვს.
ამ ხელშეკრულებებით, რომელთაც PPA ტარიფები ეწოდებოდათ, მთავრობა ინვესტორს პროექტის განხორციელების ფინანსურ რისკებს უზღვევდა და იღებდა გარანტიას, რომ ჰესის აშენების შემდეგ, წინასწარ დადგენილ თანხად შეიძენდა ელექტროენერგიას. მაგალითად, ეს ტარიფი შეიძლება ყოფილიყო 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 6-7 ცენტად შესყიდვა, ან სეზონური ტარიფი, როდესაც სახელმწიფო მხოლოდ ზამთრის სეზონზე გამომუშავებულ ელექტროენერგიას ყიდულობდა წინასწარ დადგენილ ფასად.
თუმცა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსგავს კონტრაქტებში ფინანსური რისკები დაინახა და მთავრობას ასეთი კონტრაქტების გაფორმების შეჩერების რეკომენდაცია მისცა. 2017 წელს მთავრობამ PPA ხელშეკულებების გაფორმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და მხოლოდ ორი გამონაკლისი დაუშვა, ერთი იყო ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი, მეორე კი კორომხეთი ჰესის პროექტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება