მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იმ ადამიანების იდენტიფიცირებას მოახდენს, ვინც სამსახური დაკარგა და დაეხმარება

5e844effa470c
სალომე მეცხვარიშვილი
01.04.20 12:22
2610
მთავრობა იმ ადამიანების იდენტიფიცირებას მოახდენს, ვინც სამსახური დაკარგა და დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

აღნიშნული პროგრამა უკვე რამდენიმე დღეა დაანონსებულია, თუმცა, მთავრობა ჯერ ვერ ჩამოყალიბდა რა კონკრეტულ ღონისძიებებს გაატარებს იმ პირებისთვის, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სამსახური დაკარგეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მთავრობა მოქალაქეების რიგ კატეგორიას კომუნალურ გადასახადებს 3 თვე დაუფარავს.

“ეს არის თითოეულ მოქალაქეზე მიმართული დახმარება, რისი გადაწყვეტილებაც დღეს მთავრობის ფარგლებში მივიღეთ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული იმ მოქალაქის იდენტიფიციცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდეგ, რაც მოვახდენთ მათ იდენტიფიცირებას, გვექნება სპეციალური ღონისძებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა გახარიამ.