მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობა IMF-თან ახალი პროგრამის დაწყების სურვილს გამოთქვამს“ - ფინანსთა მინისტრი

60794e7c2f15c
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.21 12:44
545
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობა  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის დაწყების  სურვილს და თანხმობას გამოთქვამს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც IMF-თან ახალი პროგრამის დაწყებას შეეხებოდა.

ფინანსთა მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობის თანხმობა არ ნიშნავს იმას, რომ პროგრამა უკვე დაიწყება, რადგან პროგრამაზე მუშაობის დაწყებამდე გარკვეული სამუშაო პროცესი უნდა წარიმართოს.

„მთავრობა გამოთქვამს სურვილს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამა დავიწყოთ. ამას სჭირდება მოლაპარაკების დაწყება. სულ ახლახან 4-წლიანი 3+1 გახანგრძლივებული პროგრამა დასრულდა. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან წარმატებული პროგრამა იყო და ეს არ არის ჩვენი შეფასება- ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაა და პრინციპში, შეფასებების გარდა შედეგებიც აშკარაა.

მთავრობა თანახმაა, თუმცა ამ შემთხვევაში თანხმობა არ არის ის ეტაპი, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამა იწყება. თანხმობა არის ის ეტაპი, როდესაც ვიწყებთ პროგრამის დაწყებაზე მუშაობას, ამისთვის გარკვეული პერიოდია საჭირო“, - განმარტა ხუციშვილმა.