მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იმპორტიორებს რეკომენდაციით მიმართავს - განკარგულება

5e6b2e71157cb
ინგა მურუსიძე
13.03.20 12:00
1516
მთავრობა იმპორტიორებს რეკომედაციით მიმართავს, შესაძლებლობის შემთხვევაში ტვირთების ქვეყანაში შემოტანა განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით.

საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნდა მთავრობის განკარგულება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს: იმპორტიორების ინფორმირებასა და საავტომობილო გადაზიდვებთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, რეკომენდაციის მიცემას, რომ ტვირთების ქვეყანაში შემოტანა (შესაძლებლობის შემთხვევაში) განახორციელონ სარკინიგზო ტრანსპორტით;

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 25 ადამიანი.