მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ინფექციური საავადმყოფოსთვის 40 მილიონს გამოყოფს

5f1939df38ab5
ვიქტორია მღებრიშვილი
23.07.20 11:24
1011
საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხი განიხილება.

პრემიერმა ინფექციური კლინიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს.

„ეპიდემიის გავრცელების და რისკებიდან გამომდინარე უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე გამართული ინფექციური კლინიკა, ამისთვის დღეს ჩვენ მივიღებთ მთავრობაზე გადაწყვეტილებას ამ მიზნით ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მლნ ლარამდე, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება, ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება და ეს პრობლემა ჩვენ უახლოეს პერიოდში უნდა გადავწყვიტოთ“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ  2009 წელს ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრივატიზება განახორციელა. კომპანია "ავერსი ფარმამ" შენობაში 12.5 მლნ დოლარი გადახადა.

სახელმწიფომ აღნიშნულ პროცესში აიღო ვალდებულება, ორი წლის განმავლობაში შეექმნა ახალი ინფრასტრუქტურა ამ საავადმყოფოსთვის და ის სხვა სივრცეში გადაეყვანა, თუმცა ეს ვალდებულება ამ დღემდე არ შესრულებულა და "ავერსი ფარმას" ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს, რადგანაც ის ამ მიწის განკარგვას ვერ ახერხებს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ ქონებით სარგებლობისთვის საიჯარო თანხას უხდიდა, თუმცა 2019 წლიდან მათ არც საიჯარო თანხა არ აუღიათ.,