მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა იპოთეკის სუბსიდიის პროგრამის გაგრძელებას არ გეგმავს - მინისტრი

5fb63002738d6
ინგა მურუსიძე
19.11.20 12:49
742
იმედია, 2021 წელს პროგრამის ამ სახით გაგრძელების საჭიროება არ იქნება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სესხების სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდირების პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი უკვე ამოიწურა. ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ თანხის დიდი ნაწილი ათვისებულია, თუმცა კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია.

„ათვისებული არის თანხის საკმაოდ დიდი ნაწილი, სავარაუდოდ 60%, თუმცა რიცხვი დასაზუსტებელია. მთავარი ის არის, რომ ამ ეტაპზე გაგრძელება არ იგეგმება, სექტორს ძალიან კარგი სტიმული მივეცით. მიუხედავად იმისა, რომ ამ სექტორში ეკონომიკური დაღმასვლა გვაქვს, ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავია და ლომის წილი ამ პროგრამასაც ეკუთვნის.

მგონია, რომ მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც 2020-ში გვქონდა, სწორად მოვიქეცით, რადგან ის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. ხანდახან ვხუმრობთ ხოლმე, როგორც საზღვარგარეთ არის საფონდო ბირჟები, ისე მუშაობს ჩვენთან უძრავი ქონების სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ეს სექტორი უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ვფიქრობთ, პროგრამა სწორი იყო, თუმცა ვიმედოვნებთ, ამ პროგრამის ამ სახით გაგრძლების საჭიროება 2021 წელს არ იქნება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.