მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ისევ მსჯელობს, დაავალდებულონ თუ არა PCR-ის წარდგენა ავიაგზით შემოსულ სრულად აცრილებსაც

60e435e3b55c9
ინგა მურუსიძე
06.07.21 16:26
591
მთავრობა უკვე რამდენიმე კვირაა მსჯელობს, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა, დაავალდებულონ თუ არა საჰაერო გზით შემოსულ, ორჯერადად ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც საზღვარზე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა. როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, „საკითხი განიხილება, თუმცა ყველაფერი ეპიდსიატუაციაზე იქნება დამოკიდებული“.

BM.GE ამ თემაზე ჯერ კიდევ 2 ივლისს წერდა. საქმე ის არის, რომ თავდაპირველად საქართველოს საელჩოებმა საფრანგეთსა და უკრაინაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, 5 ივლისიდან საქართველოში შემოსვლის ახალი წესი ამოქმედდებოდა და ორჯერადად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, საჰაერო გზით შემოსვლისას 72-საათიანი ნეგატიური PCR-ტესტის წარდგენა მოუწევდათ. ინფორმაცია დაადასტურეს მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე - 144-ზეც, თუმცა როგორც მოგვიანებით, მასალის ვებ-გვერდზე განთავსების შემდეგ, 144-ის ოპერატორმა, რომელიც თავად დაუკავშირდა BM.GE-ს, ჟურნალისტს უთხრა, რომ მთავრობამ თავისივე გადაწყვეტილების ამოქმედება ამ ეტაპზე გადაიფიქრა.

„სახმელეთო გზით შემოსული პირები ნებისმიერ შემთხვევაში ექვემდებარებიან ტესტირებას, არ აქვს მნიშვნელობა მათი ვაქცინაციის სტატუსს. რაც შეეხება საჰაერო გზით შემოსულ ტურისტებს, რომლებიც შედარებით ნაკლებად საფრხის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოდიან, უმრავლეს შემთხვევაში, ქვეყანაში შემოდიან სავალდებულო PCR-ტესტირების გარეშე.

სწორედ აქედან გამომდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედოს და იყოს უნივერსალური მოთხოვნა საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისთვისაც, თუმცა ჯერჯერობით, განსხვავებულიო რეჟიმია. სახმელეთო გზით შემოსულებს აუცილებლად დასჭირდებათ ტესტის წარდგენა, ხოლო საჰაერო გზით შემოსულებს სრული ვაქცინაციის ამსახველი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში - არა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.